საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ აცხადებს და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეაქვს, რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში გაიმართა.
GITA-ს ინფორმაციით, 150 000-ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან ბიზნეს იდეის წარდგენა ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით შეეძლებათ, რომელთა შეფასებას კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით განახორციელებს.
„შემდგომი საფეხური პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას მოიცავს, რომელიც პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და გუნდის შესახებ ინფორმაციას გულისხმობს. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტები როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით შეაფასებენ, რომლის შედეგად 50 ფინალისტი გამოვლინდება. ისინი 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“ გაივლიან, რათა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის მოემზადონ. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, თანადაფინანსების გრანტები იმ სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ჯამური ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 000 ლარს არ აღემატება. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი