17.აგვისტო .2022 16:43

GITA-ს 150 000-ლარიან საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

GITA-ს 150 000-ლარიან საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
views 635
უკან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

GITA-ს ინფორმაციით, თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 150’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 სექტემბერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა