10.სექტემბერი .2020 20:55

GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი "ოცნების" ოცეულშია

views 1192
უკან

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხიც შეიყვანა. ის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მე-19 ნომრად დაასახელა.

„მარიამს აქვს კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ის დღემდე ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეფექტიან მართვაში. მარიამი გააძლიერებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდს ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ წარდგენისას.

შეგახსენებთ, "ოცნების" საპარლამენტო ოცეულში არიან ასევე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი მე-11 ნომრად, და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მე-8 ნომრად.

სრული სია იხილეთ აქ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა