მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი "ჭარბი შემოდინებებით" სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვის შევსებას ვარაუდობს

62de750ed3915
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.22 14:57
3626
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარიას შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებისთვის გადადგამს ნაბიჯებს და ბაზრიდან დოლარის რესურსს შეიძენს.

"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონის შემცირებაა მოსალოდნელი.

"წინა კვირაში ლარის გამყარება ასევე თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, კვლავ თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია.

მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება მატერიალურად შეიცვალოს,"- ნათქვამია მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით 2022 წელს ნაბიჯი 24 მაისს გადადგა, როდესაც ბაზრიდან $10 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 4.1%-ით გამყარდა.