მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

62d6ac16b5d03
BM.GE
19.07.22 17:06
1256
19 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8281 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.12 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8994 ლარი გახდა.

0.39-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.3994 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.10 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.09 თეთრი გახდა.