მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის პატარა ტბის ტერიტორიის რეაბილიტაციაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება

5e3be3e45f5f7
BM.GE
06.02.20 14:00
2078
მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტბის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე - 160 მეტრია.

„ტბის გარშემო შესაძლებელია ისეთივე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, როგორიც ლისის ტბასა და კუს ტბაზეა. პროექტირებაზე მუნიციპალიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ტბის ეკოსისტემით ისარგებლოს. პროექტის განხორციელებასა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფაში ევროსაბჭო გვეხმარება. ასევე, შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ფრანგი და ადგილობრივი ექსპერტები მოსახლეობასთან ერთად არიან გაერთიანებული. ვფიქრობ, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, აღდგენა და შექმნა, რომელიც დღეს ფაქტობრივად, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელადაა ქცეული, ერთი-ერთი საამაყო პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაოების განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება.