საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა 7 დეკემბრის 09:00 საათიდან იმოქმედებს.
მათივე ცნობით, ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება.
ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება.
მიკროავტობუსები: N496, N439 და N486 მოსულიშვილის ქუჩიდან მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, ამავე ქუჩის N35-დან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდებიან; მიკროავტობუსი N510 ვეკუას ქუჩიდან ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალების შემდეგ, ბოლომდე ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება. აღნიშნულ მიკროავტობუსს გაჩერება ექნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩის კვეთასთან.
ავტობუსი N297 მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ვეკუას ქუჩაზე განაგრძობს, საიდანაც ნანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალდება და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება