მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში 16 ფიტნეს-ზონის მოსაწყობად წელს ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა

5f0726cf40a65
BM.GE
09.07.20 20:42
1326
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები ეწყობა.

წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, ფიტნეს ზონები 16 მისამართზე განათავსა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები შვიდ მისამართზე განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი - ცხრა მისამართზე.

როგორც bm.ge-ს მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის 10 სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მუხიანის 4ბ მიკრორაიონის N42 და N43 კორპუსებს შორის, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N5-6 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N 10-14 კორპუსებთან, გლდანის მეოთხე მიკროს N 105 კორპუსის მიმდებარედ სკვერთან, გლდანის პირველი მიკრორაიონის N1 და N2 კორპუსებს შორის, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ და გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N25-26 კორპუსებთან.  გლდანის მესამე მიკრორაიონის N86 კორპუსის მიმდებარე სკვერთან და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N10-14 კორპუსებთან კი, ფიტნეს სივრცეში რამდენიმე დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა.

ინფორმაციისთვის: ცხრა მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 125 840 ლარი დაიხარჯა.