მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში ბოჭორიშვილის მიმდებარე ჩიხებში ასფალტს აგებენ – პროექტი 600 000 ლარი ჯდება

5ed52b054ea92
BM.GE
01.06.20 21:00
2374
გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.

გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა, რომელზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 562 331 ლარი დაიხარჯა. წელს კი, ჩიხებსა და გასასვლელებში გამგეობამ ჯერ სანიაღვრე ქსელი მოაწყო და შემდეგ გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის ) გასასვლელში ასფალტის დაგების სამუშაოები უკვე დასრულდა, I და II ჩიხში კი ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "იბერი“ ახორციელებს.