21.ოქტომბერი .2019 19:16

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში, გაზის გაჟონვისგან ხუთი ადამიანი მოიწამლა

views 293
უკან

გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა.

აღნიშნული ფაქტი BM.GE–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ბუნებრივი გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა