მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში გაზის მილი დააზიანეს - 5000 აბონენტი გათიშულია

60522ed5312cc
თამთა ჯიჯავაძე
17.03.21 20:29
1165
გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზი შპს "გონია", რომელმაც სამუშაოების დროს "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5000-ზე მეტი აბონენტი დარჩა.

ამჟამად ადგილზე "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ.

დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.