21.ოქტომბერი .2019 19:45

გლდანში, კაზინოში ხუთი ადამიანის მოწამვლა სავარაუდოდ, გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია

views 329
უკან

გლდანის რაიონში, ერთ–ერთ კაზინოში ხუთი ადამიანის მოწამვლა სავარაუდოდ, გაზსადენის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

როგორც „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

„შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები.

უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა.

საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.

ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება.

გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა