მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირებისას 5 პირი დააკავეს

5f9d62d22ef4d
ინგა მურუსიძე
31.10.20 17:14
920
გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი არეულობის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

ის გლდანში მივიდა და როგორც თავად ამბობს, სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

"გლდანში მოხდა დაპირისპირება - გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობისთვის ხუთი პირია დაკავებული", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ინფორმაციისთვის: გლდანში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.