მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგად, ბინაში 5 ადამიანი გარდაიცვალა - "თბილისი ენერჯი"

61f55c1652764
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 19:16
1513
გლდანში II მიკრო რაიონში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE “თბილისი ენერჯიში“ დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები.

„პირველადი სავარაუდო ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომლებიც ბინაში პირველები შევიდნენ, ბინაში გაზქურის ღუმელი იყო ანთებული. ჩვენი ვარაუდით აღნიშნულ ღუმელს ბინაში მაცხოვრებლები გათბობის მიზნით იყენებდნენ, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს ნახშირორჟანგის დაგროვებას, რაც ძლიერ მომწამვლელი აირია. ის ადამიანის გარდაცვალებას 2-3 წუთში იწვევს. ასე ერთად 5 ადამიანის გარდაცვალება, სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების ბრალია. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტები და დანარჩენს დაზუსტებით გამოძიება დაადგენს“, - განმარტავენ „თბილისი ენერჯიში“.

BM.GE-ის შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.