10.იანვარი .2016 14:21

გლდანში სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება

views 1160
უკან

გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
 
„არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდეს კორპუსის აშენება და შესაბამისად პარამეტრების გაზრდა, ამიტომ საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მეორეს მხრივ იმისთვის რომ ინვესტორი არ დაზარალდეს ჩვენ მას დავუძახებთ და იმედია მივიღებთ მისთვის ტერიტორიის მონაცვლეობას და ეს სტადიონი აუცილებლად უნდა დავუტოვოთ აქ პატარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიას ინვესტორთან უახლოეს დღეებში შეხვედრა გაიმართება და მისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა