მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Benefits დაზღვევის სრულიად ახალ კონცეფციას აანონსებს ®

5fd0a25c1d711
BM.GE
09.12.20 14:07
1132
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ადამიანთა ცხოვრება სრულად შეიცვალა. მსოფლიო პანდემიამ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ახალი სტანდარტი დააწესა. მილიონობით დაავადებული ადამიანი მსოფლიოში, ვირუსის გადაცემის მაღალი კოეფიცინეტი, მილიონზე მეტი გარდაცვლილი, სამსახურის გარეშე დარჩენილი რამენიმე ასეული ათასი ადამიანი და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე. ცხოვრება არასოდეს ყოფილა ასეთი დაუცველი; მომავალი, ასეთი ბუნდოვანი, ხოლო რისკების დაცვა, ასეთი მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ, სადაზღვეო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, Global Benefits დაზღვევის სრულიად ახალ კონცეფციას სთავაზობს მომხმარებლებს - სადაზღვეო პაკეტი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს არსებული პრობლემების სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ინოვაციური სადაზღვეო პაკეტი, არა მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, არამედ აზღვევს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული კარიერულ რისკებისა და პასუხისმგებლობას.

Global Benefits მომხმარებელს დადასტურებული COVID 19-ით და მისი გართულებებით გამოწვეული ნაწილობრივ ან მუდმივი შრომისუუნარობით გამოწვეული სამსახურის დაკარგვას უზურნველყოფას სთავაზობს. ანაზღაურებას ექვემდებარება დაკარგული სამსახურით მიუღებელი შემოსავალის 80%, ყოველთვიურად 6 თვის პერიოდით, მაქსიმუმ ანაზღაურებადი ლიმიტის ფარგლებში;

Global Benefits -ის სადაზღვეო შეთავაზება აერთიანებს ჯანმრთელობის დაზღვევის უგამონაკლისო პაკეტს და დაზღვევის შესაძლებლობას მცირერიცხოვანი ორგანიზაციების შემთხვევაში. ამ დრომდე, არც ერთი სხვა სადაზღვეო პაკეტის შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი 6-ზე ნაკლები თანამშრომლის არსებობის შემთხვევაში, კორპორატიული სადაზღვეო პაკეტით სარგებლობა. თუმცა სამყარო უკვე შეიცვალა, ახლა კი შეთავაზებები იცვლება.