მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

61780179b3e4d
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.21 17:20
647
26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1428 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6519 ლარი გახდა. 2.07-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.3427 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა - აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ყოველდღიურად უფასურდება.  

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 ოქტომბრიდან შევა ძალაში.