საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა, როგორც ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული სასესხო პროდუქტების მიმწოდებელი ბანკი.
პროექტის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შეძლეს მომხმარებლების ციფრულ ფლატფორმებზე წარმატებულად გადაყვანა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად.
ბანკები Global Finance-ის რედაქტორების და პარტნიორი კომპანია Infosys-ის ექსპერტების მიერ შეფასდნენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმები ითვალისწინებდა, თუ როგორ გაართვეს ბანკებმა პანდემიის გამოწვევებს თავი და რამდენად შეძლეს მისი შესაძლებლობებად ქცევა.
“გლობალური პანდემიის მიერ დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ციფრული ბანკის დაჯილდოების 21-წლიან ისტორიაში. შესაბამისად, წელს, როგორც არასდროს, მიღებული ჯილდო და აღიარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია“,- აცხადებენ Global Finance-ში.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. კატეგორია, რომელშიც ჯილდო მოვიპოვეთ გულისხმობს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო ციფრულად უზრუნველყოფას, ჩვენი დისტანციური პროდუქტების საშუალებით. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შეგვეთავაზებინა დისტანციურ არხებში, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატები, საქართველოს ბანკის ვებგვერდი თუ სხვა, ლენდინგ პროდუქტები განვათავსეთ. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებას და მის ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი