მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა თაობის ტექნიკის შემოტანას ვგეგმავთ" - „ვესტელის“ გეგმები საქართველოში

63b7df0dc72ec
თათია კაკიაშვილი
07.01.23 23:00
766
„ახალი წელი იწყება ახალი იდეებით, ახალი სტრატეგიით, ჩვენც ამ ტენდენციას არ ჩამოვრჩებით,“ - ამის შესახებ BMG-ის საოჯახო ტექნიკის კომპანია „ვესტელის“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ოთარ ოქროჯანაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ წელს კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, გაფართოებას და რელოკაციას გეგმავს.

„რამდენადაც „ვესტელი“ ინოვაციური ტექნოლოგიის ერთ-ერთი მხარდამჭერია, ჩვენთან წელს ახალი - ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული, სხვა თაობის ტექნიკის შემოტანა იგეგმება. ასევე, რამდენადაც ბაზარი გამოცოცხლდა, ვმუშაობთ ახალ გეგმაზე, რომ მაღაზია დავიმატოთ. ერთი რეგიონში არის დაგეგმილი, ერთიც - თბილისში. ანუ იგეგმება გაფართოება და რელოკაციაც. ამასთან, ჩვენი ქსელის გარდა, გვყავს ჩვენი პარტნიორები, სადილერო ქსელი, რომელიც მთელ რეგიონშია წარმოდგენილი - ლაგოდეხიდან ჩხოროწყუ-ზუგდიდის ჩათვლით. ერთი სიტყვით, პარტნიორები და დილერები ყველა დიდ და პატარა ქალაქში, ასევე დაბაში გვყავს. ზოგი შერეულად მუშაობს, ზოგი სხვადასხვა ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული,“ - განაცხადა ოთარ ოქროჯანაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ვესტელი“ საქართველოში სულ 9 ქსელური მაღაზიითაა წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკუთარი ქსელის გარდა, „ვესტელს“ პარტნიორებიც ჰყავს, სადილერო ქსელი, რომელიც მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანია დამატებით 17-18 ინტერნეტ მაღაზიასთანაც პარტნიორობს, რაც ნიშნავს იმას, რომ „ვესტელის“ ტექნიკა სხვადასხვა პლატფორმაზე იყიდება.