მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, იცოცხლებს თუ არა COVID-პაციენტი

62869eb501ec1
მარიამ ადამია
19.05.22 23:40
1077
თანამედროვე სამყაროში, ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია კოვიდ-პაციენტების დიფერენცირება, თუ ვის უჭირს ყველაზე მეტად და ვინ არის განსაკუთრებული რისკის წინაშე. ანუ შემუშავებული ინსტრუმენტი ეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, შეზღუდული რესურსები მართონ სწორად და დროულად დაეხმარონ იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ. მიგნება სულ ახლახანს შეიქმნა და მის შემუშავებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები იყვნენ ჩართული, რომლებიც მთავარ მიზნად COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებას ისახავენ, და ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით ღირებული ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნებისთვის იქნება.

“მსგავსი ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია პანდემიის საბოლოოდ დასრულებისთვის. ეს დაეხმარება საავადმყოფოს რესურსების სწორად განაწილებაში, ასევე იძლევა საშუალებას მარტივად გავუმკლავდეთ გლობალური პანდემიის მუდმივად ცვალებად სცენარს და რაც მთავარია შევძლებთ მეტი ადამიანის გადარჩენას,” - აცხადებს Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში,  ვენის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი, დევიდ გომეზ-ვარელა. 

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, მეცნიერებმა სისხლის ნიმუშებიდან ბიოქიმიური მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 2020 წლის მარტიდან 2022 წლის თებერვლამდე ესპანეთის, აშშ-ის, ჰონდურასის, ბოლივიისა და არგენტინის 150-ზე მეტ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული თითქმის 30,000 პაციენტისგან აიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა სხვადასხვა იმუნური სტატუსის მქონე ადამიანების მონაცემების აღება შეძლო, ანუ მათ შორის არიან აცრილი, აუცრელი, ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და ასევე COVID-19-ის თითქმის ყველა ვარიანტით ინფიცირებულები. დაგროვილი მონაცემებით კი, გუნდმა შეძლო ალგორითმის შემუშავება და საბოლოოდ შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სხვადასხვა იმუნური სტატუსისა თუ ვარიანტის სიმპტომებზე

დაფუძნებით, შეუძლია წინასწარი პროგნოზი გააკეთოს, არის სიკვდილის რისკის წინაშე პაციენტი თუ არა. რაც შეეხება თავად პანდემიას, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ჯერ არ დასრულებულა და SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტების გამოჩენამ, იმუნური დაცვის დაქვეითებამ და შეზღუდვების შემსუბუქებამ, უახლოეს მომავალში შესაძლოა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდა გამოიწვიოს. შესაბამისად გუნდი ახლა, ახალ ეტაპზე გადადის და მუშაობს მოწყობილობის განვითარებზე, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი მალე, 24 საათის განმავლობაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასაც განსაზღვრავს.