მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლობალ სელი" 100,000-ზე მეტი აბონენტისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5e68cdb0a83b4
თელარა გელანტია
11.03.20 15:37
989
კომპანია “გლობალ სელი” 100,000-ზე მეტი აბონენტისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო აბონენტებო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „გლობალ სელის“ 10 წლიანი საქმიანობა უცხოეთში მოგზაურობისას თქვენს საუკეთესო და იაფ როუმინგულ მომსახურებას უკავშირდება (და შესაბამისად, ჩვენი ძირითადი შემოსავალიც სწორედ ამ მომსახურებიდან ფორმირდება), გვინდა, გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ განსაკუთრებული/გადაუდებელი საჭიროების გარდა, თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას და ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს!

ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული მოგზაურობის შემთხვევაში, კომპანია "გლობალ სელი" საჩუქრად გადმოგცემთ "ელექსირის" ხელის სპეციალურ დეზინფექტანტს თქვენი უსაფრთხო და უფრო დაცული მოგზაურობისთვის.

ერთად დავამარცხოთ ახალი მსოფლიო გამოწვევა”, - წერია განცხადებაში.