მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Wealth Report: შვეიცარიელები ყველაზე მდიდრები აღარ არიან

5d83431fb8c4e
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 23:15
2181
შვეიცარიის მოსახლეობა მსოფლიოში უმდიდრესი აღარ არის. ამის შესახებ Global Wealth Report-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია საუბარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში საშუალოდ ყველა მოქალაქეს, 2019 წლის მონაცემებით, 173,800 ევროს წმინდა აქტივი აქვს. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ნიშნულთან  შედარებით 1,5%–ით ნაკლებია.

გამოკითხული 53 ქვეყნიდან, შვეიცარია წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა. სიის სათავეში კი ამერიკის შეერთებული შტატები მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც საშუალოდ, 184,400 ევრო აქვთ. შტატების დაწინაურების მთავარ მიზეზად Global Wealth Report-ში დოლარის სიმყარესა და სიძლიერეს ასახელებენ.

რეიტინგში მესამე ადგილი სინგაპურელებს უკავიათ, რომელთაც საშუალოდ, 100,400 ევრო აქვთ.