საავიაციო ინდუსტრიის ორგანიზაციების კოალიცია Air Transport Action Group-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გლობალური ავიაციის კოლაფსი 46 მლნ სამუშაო ადგილს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინდუსტრიის წარმომადგენლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ გლობალური ავიაცია პანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება.
Air Transport Action Group-ის კვლევების მიხედვით, რისკის ჯგუფშია არამხოლოდ უშუალოდ ავიაციის სფერო, არამედ ავიაციასთან და ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები, მაგალითად ისეთები, რომლებიც საავიაციო ინდუსტრიას სერვისებს და პროდუციას აწვდიან.
ტურიზმის შემთხვევაში დაახლოებით 26 მლნ სამუშაო ადგილი დგება რისკის ქვეშ, ხოლო სერვისის და პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიების შემთხვევაში - 15 მლნ სამუშაო ადგილზე მეტი.
მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიც არის გერმანული Lufthansa, British Airways-ი, Air France-KLM-ი და Scandinavian Airlines-ი აცხადებენ, რომ დაახლოებით 50,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევთ დაკავებული პოზიციებიდან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ თვეს Ryanair-მა თანამშრომლების შენარჩუნება ეკიპაჟის წევრებისთვის და მფრინავებისთვის ხელფასების შემცირების ხარჯზე მოახერხა.
თანამშრომელთა შემცირების შესახებ ასევე აცხადებს აშშ-ის ავიახაზები, რომელმაც კონგრესს უკვე აცნობა რომ 100,000-მდე სამუშაო ადგილია რისკის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომელთა შემცირებას გეგმავს Boeing-ი, Airbus-ი, GE Aviation-ი და Rolls-Royce-ი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის