მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური და რეგიონალური საფინანსო ბაზრების ძირითადი მოვლენები

5f9c644534bab
BM.GE
30.10.20 23:06
1052
წარმოგიდგენთ გასული სამუშაო კვირის უმთავრეს მოვლენებს, რომლებსაც რეგიონალურ და გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ჰქონდათ გავლენა:

● საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, "განსაკუთრებით აშშ-ში, ევროზონაში, იაპონიასა და ჩინეთში," კომპანიების აქციების ფასები იმაზე ბევრად მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე უნდა იყოს, ხოლო ბრიტანულ ბაზარზე კი ფასები ივნისის შემდგომ დასტაბილურდა.

● ოქტომბრის მეორე ნახევარში საფინანსო ბაზრებზე მერყეობის ზრდა შეინიშნებოდა, რაც, ერთის მხრივ, გამოწვეული იყო გაურკვევლობით აშშ-ს არჩევნებთან მიმართებით, ასევე გლობალურად კორონავირუსის შემთხვევების მაღალი ზრდით და აშშ-ში ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის არარსებობით.

● სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში კრიზისის დაწყების შემდგომ მარტსა და აპრილში უცხოური კაპიტალის გადინება მოხდა, რამაც დაახლოებით $0.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ რეგიონში კაპიტალის ნაკადი შედარებით გაუმჯობესდა ზაფხულის თვეებში, თუმცა კრიზისის დაწყების შემდგომ კაპიტალის გადინება ჯამურად $0.5 მილიარდს შეადგენს.

● ოქტომბრის ბოლო კვირაში გამოქვეყნდა წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტების მოგებისა და შემოსავლების მაჩვენებლები. წლის მესამე კვარტალში ამაზონის, Facebook-ის, Google-ისა და Apple-ის კომბინირებული გაყიდვები წლიურად 18%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულზე 4 პროცენტული პუნქტით მეტი იყო.

● თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გააკვირვა ბაზრები იმით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25%-ზე შეინარჩუნა. Bloomberg-ის პროგნოზით, განაკვეთი 1.75%-ით უნდა გაზრდილიყო. თურქეთის ცენტრალური ბანკის გარდა, რეგიონის ყველა სხვა ცენტრალურ ბანკს ბოლო გადაწყვეტილებებში მითითებული აქვთ, რომ ისინი განაკვეთების შემცირებას მოახდენენ.

● თურქული ლირა განაგრძობს გაუფასურებას დოლართან მიმართებაში. რეგიონალური ვალუტებიდან, ლირა ყველაზე მეტად დასუსტდა, რამაც გასული კვირის ჭრილში 4,5% შეადგინა, შემდეგ მოდის ბელორუსული რუბლი, რომელიც 3,4%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი კი 3%-ით გაუფასურდა.

● საერთაშორისო მედიატორების მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის სამი წარუმატებელი შეთანხმების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიტუაცია კვლავ მწვავდება.

● საქართველოს ევრობონდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგები ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და სილქნეტის ფასიანმა ქაღალდებმა აჩვენეს, რომელთა სარგებლიანობის დონე 32 და 21 საბაზისო პუნქტებით გაიზარდა. ხოლო სხვა ევროობლიგაციების მაჩვენებლები უცვლელი დარჩა.

წყარო - Galt & Taggart