მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური და რეგიონალური საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მოვლენები

5fa584d88e73e
BM.GE
06.11.20 21:13
796
წარმოგიდგენთ გასული სამუშაო კვირის უმთავრეს მოვლენებს, რომლებსაც რეგიონალურ და გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ჰქონდათ გავლენა:

· აშშ-ის არჩევნების ირგვლივ გაურკვევლობის მიუხედავად, ნოემბრის პირველ კვირაში საფონდო ბირჟებზე აქციებმა ზრდა გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, აშშ-ის არჩევნების მეორე დღეს აქციებმა მიმდინარე კვირის საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

· ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ის გაზრდის ობლიგაციების შესყიდვის პროგრამას დამატებით 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგით. ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ქვეყნის მთავრობის მიერ გამოცხადებული ხელახალი ლოქდაუნი წარმოადგენს. ეს თანხა 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგით აღემატება იმ შეფასებას, რასაც ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) 5 ნოემბრის შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 0%-0.25%-ის მონაკვეთში შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო,

· საქართველოში გამართული არჩევნების შემდგომ, ორშაბათს ქვეყნის სუვერენული ევროობლიგაციების ამონაგები 38.3 საბაზისო პუნქტით, 2.92%-მდე გაიზარდა. თუმცა, კვირის ბოლოს ინვესტორთა განწყობა შეიცვალა და აღნიშნული მაჩვენებელი 2.67%-ს დაუბრუნდა. რეგიონის ქვეყნების მასშტაბით ქართულმა სუვერენულმა ევროობლიგაციებმა ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენა.


წყარო - Galt & Taggart