მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური და რეგიონალური საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მოვლენები

5faed51395915
BM.GE
13.11.20 23:10
1073
წარმოგიდგენთ გასული სამუშაო კვირის უმთავრეს მოვლენებს, რომლებსაც რეგიონალურ და გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ჰქონდათ გავლენა:

· Pfizer–ის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი კორექტირებები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიებიდან, რომლებიც აქამდე ყველაზე მოთხოვნად აქტივებს წარმოადგენდნენ, გადაერთდნენ ისეთ სექტორებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. შედეგად გაუმჯობესდა ავიაკომპანიების, ტურისტული ბიზნესების, თვითმფრინავების მწარმოებლების აქციების ღირებულება. 

· აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რამაც ბაზრებზე ზრდას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. დაყოფილი კონგრესი შეზღუდავს დემოკრატების შესაძლებლობას გაზარდონ გადასახადები, ხოლო რესპუბლიკელები გააკონტროლებენ სტიმულირების პაკეტის ზომას. 

· რეგიონში, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ინვესტორები სამშვიდობო შეთანხმებას დადებითად აღიქვამენ. 

· 7-8 ნოემბრის თურქეთის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჯერ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი (მეორედ 16 თვის შემდეგ), ხოლო მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი (რომელიც ერდოღანის სიძეა). ერდოღანმა ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე ნასი აბგალი დანიშნა. მოლოდინია, რომ ის ლირას გაცვლითი კურსის შესანარჩუნებლად, მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. 

წყარო - Galt & Taggart