მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა საქართველოში არსებულ ინფლაციაზე გავლენას კვლავ მოახდენს.
სებასტიან მოლინეუსმა სებ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიო ბანკის 2021 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე ინფლაციის დაძლევის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება იმედის მომცემია, თუმცა აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ რისკების შემცველია.
„აღდგენის მდგრადობისთვის კი პანდემიის მკაცრი კონტროლია აუცილებელი, რაც ვაქცინაციის უფრო სწრაფ მიმდინარეობას მოითხოვს. ამასთან, კოვიდ-19-ის ზეგავლენის შემსუბუქების მხარდამჭერი ღონისძიებები თანდათან უნდა მოიხსნას. ამასთან, ახლო მომავლის შემდეგ სტრუქტურული რეფორმების ხელახლა გაძლიერებამ (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, კონკურენცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.), ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებამ, დიგიტალიზაციის პოპულარიზაციამ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერებამ შესაძლოა პროდუქტიულობის იმგვარად მატება უზრუნველყოს, რომ ზრდა მძლავრი ტემპით გაგრძელდეს. ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა კვლავ მოახდენს გავლენას საქართველოში არსებულ ინფლაციაზე. რადგან ეს ტენდენცია გლობალურია, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მცირე ბერკეტები აქვს. ამის მიუხედავად, დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას შეუძლია ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებას, ხოლო სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას კი საზოგადოების დაუცველ ნაწილზე გავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა შესწევს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი