11.თებერვალი .2021 00:20

გლობალური ვაჭრობის აღდგენის პროცესი პირველ კვარტალში კვლავ შენელდება - გაერო

გლობალური ვაჭრობის აღდგენის პროცესი პირველ კვარტალში კვლავ შენელდება - გაერო
views 624
უკან

გლობალური ვაჭრობის აღდგენის პროცესი 2021 წლის პირველ კვარტალში კვლავ შენელდება კორონავირუსის პანდემიის გამო, ვინაიდან შექმნილი ვითარება მიმოსვლას აფერხებს. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი.

ცნობისთვის, 2020 წელს გლობალური ვაჭრობა 9%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში ლოქდაუნებმა ვაჭრობის 15%-იანი კლება გამოიწვია, ბოლო კვარტალში კი მესამე კვარტალთან შედარებით 8%-ით აღდგა ვაჭრობა. ეს ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან გამომდინარეობდა, განსაკუთრებით აღმოსალეთ აზიის ქვეყნებიდან, სადაც ვაჭრობა 12%-ით გაიზარდა მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკები წამყვანი ძალა იყო აღდგენის პროცესში და ეს ექსპორტის ძლიერი ზრდით მოახერხეს“, – აღნიშნულია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ექსპორტის მაჩვენებლები გასულ წელს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დანარჩენი ქვეყნებიდან.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი UNCTAD ვარაუდობს, რომ პროდუქტებით გლობალური ვაჭრობა წინა კვარტალთან შედარებით 1.5%-ით დაიკლებს, ხოლო სერვისებით ვაჭრობა 7%-ით შემცირდება.