02.თებერვალი .2023 00:00

გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული 1,136 ტონა ოქრო შეიძინეს

გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული 1,136 ტონა ოქრო შეიძინეს
views 1056
უკან

გასულ 2022 წელს გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 70 მილიარდი დოლარის ღირებულების 1,136 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც 1967 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლეს მაჩვენებელია.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

მართალია, ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს აქტიურად ივსებენ, თუმცა საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი არსებითად მაინც არ გაზრდილა. ერთწლიან ჭრილში უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულებამ 6.7%-ით მოიმატა და ამჟამად ის 1930 დოლარს შეადგენს. მსოფლიოს მასშტაბით საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ სტრატეგიაზეა გადართული.

World Gold Council-ის ინფორმაციით, ოქროზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა თურქეთში, უზბეკეთში, კატარსა და ინდოეთში ფიქსირდება, რაც, უმეტესწილად, სწორედ რეკორდულად მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა