16.სექტემბერი .2021 11:54

Glovo აფრიკის ბაზარს ითვისებს

Glovo აფრიკის ბაზარს ითვისებს
views 353
უკან

Glovo, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მულტიკატეგორული მიწოდების პლატფორმა, განაგრძობს გაფართოებას აფრიკის ბაზარზე და ოპერირებას იწყებს განას სხვა ქალაქებსა და ტუნისში. განახლებული მონაცემებით, Glovo კონტინენტის შვიდ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. გაფართოების შემდეგ, დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი შეძლებს Glovo–ს აპლიკაციის გამოყენებას. კომპანია განაგრძობს საკუთარი მისიის შესრულებას - ყველაფერი, ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ჯამში, Glovo–ს ინვესტიცია აფრიკის რეგიონში 25 მილიონ ევროს შეადგენს (30 მლნ $). თუმცა კომპანია, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, დამატებით 50 მილიონი ევროს ინვესტიციას ელოდება (60 მლნ $). Glovo მიიჩნევს, რომ აფრიკაში მრავალი ბაზარი არსებობს, რომელთა უნიკალური შესაძლებლობებიც ამ ეტაპზე არ არის აღიარებული. ტექნოლოგიური პლატფორმა დაეხმარება ადგილობრივ, დამოუკიდებელ ბიზნესებს გაძლიერებასა და ინტერნეტის საშუალებით, მეტ მომხმარებლთან დაკავშირებაში.

Glovo-ს აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მაროკოში, უგანდაში, კენიაში, განაში, კოტ დ 'ივუარსა და ნიგერიაში. კომპანიამ უკვე მიიტანა საკუთარი სერვისი 40 -ზე მეტ ქალაქში, დაუკავშირდა 300000 -ზე მეტ მომხმარებელს, 8000 რესტორანსა და ითანამშრომლა 12000 კურიერთან. მიმდინარე წლის დასაწყისში, Glovo-მ ოპერირება განას დედაქალაქ აკრაში დაიწყო, ხოლო გასულ თვეში, აპლიკაციას ქალაქი ტემა დაემატა. რაც შეეხება ტუნისს, კომპანია ოპერირებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს.

წლის დასაწყისში, Glovo-მ ოპერირება 23 ქვეყნამდე გაზარდა, სადაც აფრიკა გეოგრაფიული ნაკადის 30 პროცენტზე მეტს შეადგენს. Glovo–ს უკვე ჰყავს ძირითადი ადგილობრივი ხელმძღვანელობის გუნდები აფრიკაში და კომპანია აგრძლებს საკუთარ პოლიტიკით ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანების დასაქმებას. გაფართოების ახალ ეტაპზე, კომპანია გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას და 2022 წლის ბოლოსთვის, 200-ზე მეტი ახალი თანამშრომლის დამატებას.

„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გავაფართოვეთ ჩვენი სერვისი აფრიკაში, შევიტანეთ Glovo განას ახალ ქალაქებში და სულ მალე, ტუნისში დავიწყებთ ოპერირებას. ჩვენი მისიაა, ნებისმიერ ქალაქში, ყველა ადამიანს მივცეთ წვდომა მიტანის სერვისზე და ჩვენი პლატფორმა არის საუკეთესო გზა მომხმარებლისა და ადგილობრივი ბიზნესების, რესტორნებისა თუ სავაჭრო ობიექტების დასაკავშირებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნებში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რათა განვითარდეს ციფრული ტექნოლოგიები და დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნა ონლაინ შესყიდასა და მიწოდებაზე. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, რათა აპლიკაციის საშუალებით, შევქმნათ და მივაწოდოთ საქონელი ახალ მომხმარებლებს“ - საშა მიქაუდი, Glovo–ს თანადამფუძნებელი.

”ჩვენი გაფართოება ნიგერიაში, განასა და ტუნისში არის ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ, ამიტომ გვიხარია გეგმების რეალობაში განხორციელება. აფრიკაში უპრეცედენტოდ გაიზარდა მიტანის სერვისზე მოთხოვნა. ჩვენი სერვისების გაფართოება ახალ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, არის ამ ტენდენციის ანარეკლი და კონტინენტისადმი ჩვენი ერთგულების დადასტურება. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ საკვები, სასურსათო, ფარმაცევტული თუ საცალო პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ახალი მომხმარებლებისთვის“ - უილიამ ბენთჰალი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი სუბსაჰარულ აფრიკაში.

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ
იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე
ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი
ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს.

Glovo ოპერირებს 23 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com 

(NS)