მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo და Visa კათარზისის ბენეფიციარებისთვის ერთიანდებიან

5e75d83ab6eb8
BM.GE
21.03.20 13:01
870
Glovo უწყვეტად აგრძელებს COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის გამხორციელებას.
ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორი კურიერებისა თუ აგენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მოხუცები არიან, Glovo და Visa სწორედ მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ.

ამიერიდან, Glovo-ს გამოძახებისას Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით კათარზისისა და სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ. ბენეფიციარებისთვის მოხდება ასევე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებაც, რომლებიც კომპანია “ნავნემ” გამოყო.

“როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საზოგადოებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის საკითხში, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. მოხუცებულთათვის საკვების მიტანით, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, მოერგონ ახალ ყოველდღიურობას და დავიცვათ დაავადების გავრცელებისგან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორი გლოვოსა და ვიზას ბარათების მფლობელების კონტრიბუციას ამ ინიციატივაში.” განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალური მენეჯერი, კავკასიის რეგიონი.


“მოხარულები ვართ რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში VISA მხარში დაგვიდგა. ჩვენს ნამდვილად გმირ პარტნიორ კურიერებთან ერთად ვეცდებით რომ ამ რთულ დღეებში კათარზისის ბენეფიციარებს შეძლებისდაგვარად ცხოვრება გავუმარტივოთ. “ - განაცხადა Glovo საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გიგა ქერქაძემ.

ერთად დავეხმაროთ მოხუცებს, Glovo-ს გამოძახება არასოდეს ყოფილა ასეთი სასარგებლო!

Glovo კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენცისთვისთვის:

• ხშირად დაიბანეთ ხელები თბილი წყლისა და საპნის გამოყენებით, ჩაიტარეთ ხელების დეზინფექცია სპირტის შემცველი საშუალებებითა და სანიტაიზერებით;

• დაცემინების ან დახველების შემთხვევაში, დაიფარეთ პირის ღრუ ხელსახოცით ან მოხრილი მკლავის საშუალებით. გაითვალისწინეთ, ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ ერთჯერადად და გამოყენებისთანავე, გადააგდოთ;

• ავადმყოფობის ნებისმიერი ნიშანი მიიღეთ სერიოზულად და დაუკავშირდით მედიცინის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ხველებისა და ტემპერატურის შემთხვევაში.


Glovo-ს შესახებ

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ,
აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე
ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 2.5 მილიონი ყოველთვიური
მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 22
ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com