12.აპრილი .2021 09:00

Glovo-მ 450 მლნ ევროს დაფინანსება მოიპოვა

Glovo-მ 450 მლნ ევროს დაფინანსება მოიპოვა
views 4085
უკან

Glovo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მულტიკატეგორიის მიტანის სერვისის მოთამაშემ, გამოაცხადა, რომ მოიპოვა 450 მილიონი ევროს ინვესტიცია სერია F–ის დაფინანსების რაუნდში, რომელსაც ნიუ-იორკში საინვესტიციო მენეჯერები, Lugard Road Capital-ი და Luxor Capital Group-ი ხელმძღვანელობენ.

რაუნდში ასევე დაბრუნდნენ და მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Delivery Hero, Drake Enterprises-ი და GP Bullhound-ი, რაც ხაზს უსვამს არსებული აქციონერების დიდ მოთხოვნას კომპანიის ინვესტიციებზე და, ზოგადად, მიტანის სერვისის მნიშვნელობის ზრდაზე მეტყველებს.

დაფინანსების უახლესი რაუნდის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ესპანური სტარტაპი Glovo ინვესტიციას განახორციელებს იმ 20 ქვეყნის ბაზარზე, სადაც ამჟამად ოპერირებს. კომპანია ასევე ყურადღებას გაამახვილებს ახლად შექმნილი Q-Commerce (სწრაფი კომერცია) ზრდაზე, რაც ამ ბაზრებზე მისი სტრატეგიული ვალდებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

წლის დასაწყისში, Glovo–მ 100-მილიონევროიანი პარტნიორობა გამოაცხადა შვეიცარიაში მდებარე უძრავი ქონების კომპანია Stoneweg–თან, Dark Stores ქსელის გასავითარებლად. კომპანიის გუნდს შეემატა ახალი ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი, ნარეკ ვერდიანი, რომელიც American Express-ში საინჟინრო ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. სწორედ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება Glovo–ს ბარსელონის, მადრიდისა და ვარშავის ოფისების საინჟინრო გუნდის 300-დან 500-ადამიანამდე გაფართოება.

Q-კომერციის განყოფილება "ულტრასწრაფი" მიწოდების სერვისით გამოირჩევა

Glovo–ს მიერ მოპოვებული ინვესტიციის მთავარი პრიორიტეტი იქნება Q–commerce ვერტიკალი და მისი მულტიკატეგორიული შეთავაზებების გამრავალფეროვნება ყველა იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებს. კომპანია, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი და პრემიუმ-პარტნიორების ბაზარი ჰყავს, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი პარტნიორობის მეშვეობით სასურსათო პროდუქტებისა და საცალო კატეგორიების ზრდას. დიდ ქალაქებში მას უკვე შეუძლია უზრუნველყოს ულტრასწრაფი მიწოდება 10 წუთის განმავლობაში Dark Stores ქსელის საშუალებით. კომპანია მუდმივად მზადაა, მომხმარებლების ახალ მოთხოვნებს მოერგოს.

მეტი ყურადღება გამახვილდება სასურსათო პროდუქტებსა და წამყვან საცალო მოვაჭრეებთან თანამშრომლობაზე:

სასურსათო პროდუქციის კატეგორიის ზრდისთვის, Glovo გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობის ძიებას ისეთივე პირობებით, როგორსაც დიდ სუპერმარკეტებს: Carrefour-ს, Continente-სა და Kaufland-ს სთავაზობს. კომპანია ამჟამად Dark Stores ქსელის საშუალებით ოპერირებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარსელონა, მადრიდი, ლისაბონი და მილანი. სულ მალე მაღაზიები გაიხსნება ვალენსიაში, რომში, პორტოსა და ბუქარესტში. კომპანიის მიზანია 2021 წლის ბოლოსთვის, ბაზრებზე 200 Dark Stores-ი არსებობა.

ოსკარ პიერი, Glovo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

”მოხარული ვართ, რომ მხარს გვიჭერენ Luxor Capital Group-ისა და Lugard Road Capital-ის ინვესტორები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან, ძალიან სწრაფად განვვითარდით, მაგრამ ჩვენი ხედვები უცვლელი დარჩა. ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, გავაორმაგოთ ძირითადი ბაზრები, უფრო სწრაფად ჩამოვყალიბდეთ ლიდერად იმ ადგილებში, სადაც უკვე ძალიან ძლიერი ვართ და გავაგრძელოთ სწრაფი კომერციის შესანიშნავი განყოფილების გაფართოება, შემოვიტანოთ კიდევ უფრო მეტი ინოვაცია ჩვენს უნიკალურ შეთავაზებში და უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს".

ჯონათან გრინი, Lugard Road Capital-ის დამფუძნებელმა და პორტფოლიოს მენეჯერი: ”ჩვენი ინვესტიცია Glovo- ში ასახავს ჩვენს ერთგულებას კომპანიისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ ინოვაციების შეტანას მიტანის სერვისის ბაზარზე. როგორც Glovo–ს გრძელვადიანი ინვესტორი, ჩვენ სიხარულით ვუყურებთ, რომ კომპანია განაგრძობს მომხმარებელთა აღფრთოვანებას თავისი უნიკალური მულტიკატეგორიული შეთავაზებებით როგორც არსებულ, ისე ახალ ლოკაციებზე.
(R)
Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს.

Glovo ოპერირებს 20 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com