01.დეკემბერი .2020 12:47

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
views 720
უკან

ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, "Q-Commerce"-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში "ყველაფრის" მიწოდებას ქალაქებში.

Glovo საცალო და სასურსათო კატეგორიებზე ფოკუსირდება და ისეთ წამყვან საცალო ბრენდებთან და სუპერმარკეტებთან პარტნიორობს, როგორებიცაა Unilever, IKEA, Nestle და L'Oréal; ადგილობრივად კი Glovo-ს პარტნიორია სუპერი, Miniso, iPlus, Apple City, Carrefour, გუდვილი, ნიკორა, სპარი, Europroduct და მრავალი სხვა. Q-Commerce აკავშირებს მომხმარებლებს არა მხოლოდ რესტორნებსა და სუპერმარკეტებთან, არამედ შესაძლებელს ხდის ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობას: სათამაშოები, წიგნები, ყვავილები, სილამაზის პროდუქტები, აფთიაქები და ა.შ.



დაარსების დღიდან მრავალ კატეგორიაში მიწოდების პიონერი, Glovo- ს გამოცდილება ბევრად აღემატება კონკურენტების გამოცდილებას, რომელთაგან მრავალმა მათგანმა მხოლოდ პანდემიის დროს დაიწყო საკვები პროდუქტების გარდა, სხვა პროდუქციის მიწოდების სერვისი. კომპანიამ გლობალური მასშტაბით უკვე ჩააბარა 12 მილიონზე მეტი მულტი კატეგორიული შეკვეთა და 2020 წელს მან წინა წელთან შედარებით 300% -ზე მეტი ზრდის ტემპი განიცადა. მხოლოდ ესპანეთში, Glovo– სთვის სასურსათო ნივთების შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა და 1 400 000 – ზე მეტი შეადგინა.

დანიელ ალონსო, Glovo– ს Q-Commerce– ის გლობალური დირექტორი:

”მსოფლიო მასშტაბით დახურვის გამო, მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ მათ კართან კიდევ უფრო მეტი ნივთის მიტანა გახდება შესაძლებელია. მათი მოთხოვნები კიდევ უფრო გაზრდილია და 24-48 საათი ლოდინის დრო აღარ არის მისაღები. Glovo– ში ვიღებთ ვალდებულებას, რომ 30 წუთში ან კიდევ უფრო ნაკლებ დროში, Q-Commerce– ის საშუალებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი პროდუქტის მიტანა. როდესაც გავაფართოვეთ ჩვენი შეთავაზებები მომხმარებლებისთვის, აღფრთოვანებული ვიყავით Q-Commerce– ის წარმატებით ესპანეთში. ამიტომ, დავაჩქარებთ მისი დაწყებას დანარჩენ ევროპასა და აფრიკაში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ”

დანიელს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, ის წარსულში Walmart eCommerce– ის უფროსი დირექტორი იყო. მისი გამოცდილება გაძლიერებს Glovo– ს, მიტანის სერვისის მომავალი თაობის, Q-commerce– ის მიმართულებით.

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ,
აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე
ნაკლები
დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური
მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26
ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com  
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა