მიტანის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორი წელია საქართველოში ოპერირებს. Glovo-ს მეშვეობით, 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე სხვადასხვა ნივთების შეკვეთის მომსახურებით. Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.
Glovo ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა განსაკუთრებული შეთავაზებები და საუკეთესო სერვისი მიეწოდებინა მოხმარებლებისთვის. გასული ორი წლის განმავლობაში, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Glovo-მ ძალიან ბევრი, საინტერესო და გამორჩეული მოგონება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. კომპანია მადლობელია ყველა იმ პარტნიორის, რომელთა გარეშეც, ეს დაუვიწყარი ორი წელი ვერ შედგებოდა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, 1 წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვაგოვებდით პლუს ქულებს; TBC Concept-ის მომხმარებლებს ულიმიტო უფასო მიტანის სერვისი შევთავაზეთ; Space-თან ერთად კი ქეშებექების დაუსრლებელი სერია წამოვიწყეთ.
CENN-თან თანამშრომლობით, ჩვენ ერთად ვიზრუნეთ გარემოზე და „შეამცირე პლასტმასას“ ფარგლებში, ერთჯერადი ჭურჭელის გამოყენება უბრალოდ დავივიწყეთ. VISA-ს მომხმარებლებთან ერთად დავეხმარეთ კათარზისის ბენეფიციარებს და ქართული სტარტაპების დასახმარებლადაც გავერთიანდით. VISA მუდმივად სთავაზობს სიურპრიზებს Glovo-ს მომხმარებლებს, მაგალითად, მთელი ოქტომბრის მანძილზე, VISA ბარათით გადახდისას მიტანის საფასური ქეშბექად გიბრუნდებათ.
McDonald's Georgia-ს ექსკლუზიურ, ყველაზე გემრიელ შეთავაზებებს არც კი შეგახსენებთ! მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ჩვენი უახლოესი მეგობარია.
Open Air-ის ჯადოსნური მუსიკალარი საღამოები, Startup Grind Tbilisi-ის დამამახსოვრებელი შეხვედრები და კიდევ ძალიან ბევრი მოგონება... საქართველოში ოპერირების ორი წლის თავზე, ჩვენ გვიხარია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვიყავით.
გპირდებით, რომ მომავალში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შემოთავაზებითა და ბედნიერი ემოციებით სავსე მომსახურებას შემოგთავაზებთ.
Glovo-ს დაბადების დღე კი ვერ შედგება ჩვენი საყვარელი მომხმარებლების გარეშე! ამიტომ, საქართველოში შემოსვლის ორი წლის თავზე, გთავაზობთ 20% და 30%-იან ფასადაკლებებს საყვარელი რესტორნებისა და სუპერმარკეტების კომბოებზე.
მეგობრებთან ერთად თუ მუსიკალურ ფესტივალებზე, პანდემიასა თუ დაბადების დღეებზე, ბედნიერებასა თუ ზამთრის ცივ საღამოებში, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!
Glovo-ს შესახებ:
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეუკვეთოთ, წამოიღოთ ან გააგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?