მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMP და GDP სტანდარტებზე გადასვლის გადავადება მიუღებელია - ტიკარაძე

6089729ce4c17
ინგა მურუსიძე
28.04.21 22:05
958
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, GMP და GDP სტანდარტებზე გადასვლის გადავადება მიუღებელია.

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, GMP/GDP არის ძალიან კრიტიკული საკითხი, რადგან უკვე ათწლეულებია ერთი მხრივ, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ, სექტორს არ გააჩნია ნება, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს.

„ეს ყველაფერი გადის ჩვენი მოქალაქების ჯანმრთელობაზე, ხდება მუდმივი გადავადება, ამისთვის ერთი მხრივ, სახელმწიფო იღებს საყვედურს თავისი დასავლელი პარტნიორებისგან, მეორე მხრივ მოქალაქეებისგან, რადგან მოქალაქეებისთვის გაუგებარია წამალი არის ძვირი, თუ არის უხარისხო. ამ დროს წამალი არ არის ხარისხიანი და არის ძვირი, და ეს არის ძალიან მტკივნეული. მე ნამდვილად ვთვლი, რომ გადავადება არის დაუშვებელი.

იმისათვის, რომ პარლამენტმა დაინახოს, თუ რატომ არის მიუღებელი გადავადება, შემიძლია განახოთ ფოტოები, თუ როგორი საწარმოები ითხოვენ გადავადებას. კეთილსინდისიერი საწარმოებისთვის პირიქით ალბათ გაცილებით ეფექტური და მომგებიანი იქნება ამ სტანდარტების ამოქმედება. ეს არის რეპუტაციული ყველა სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მზადდება გადაცემა, რათა მოქალაქეებმა ნახონ, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფება სამინისტრო, როცა მიდის საუბარი, რომ უნდა მოხდეს სტანდარტების გადავადება.

ცნობისთვის: 2019 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითი გახდა. კერძოდ, სადისტრიბუციო კომპანიებს მხოლოდ GDP სტანდარტი უნდა ჰქონდეთ, ხოლო მწარმოებელ კომპანიებს უნდა ჰქონდეს როგორც GMP, ასევე GDP სტანდარტი.