09.აპრილი.2016 10:21
ბიზნესი

GMP-ი საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ემზადება

GMP-ი საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ემზადება
GMP-ის ფარმაცევტული საწარმო მედიკამენტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ემზადება. ამ ეტაპზე კომპანია 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, ხოლო 100-ზე მეტი მედიკამენტი ექსპორტზე მსოფლიოს 12 ქვეყანაში გააქვს. როგორც "GMP"-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ანთაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, კომპანია გეგმავს, როგორც წარმოების გაფართოვებას, ისე საექსპორტო ბაზრების ზრდას.

"ჩვენი მედიკამენტები დსთ-ს, შუა აზიის ქვეყნებში და უკრაინაში იყიდება. მალე გავალთ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. გვინდა არაბული ქვეყნები და აფრიკა მოვიცვათ. ასევე მალე შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე გავყიდოთ", - აცხადებს გიორგი ანთაძე.
 
როგორც GMP-ის გენერალური დირექტორი ამბობს, იმისათვის, რომ ქართული მედიკამენტი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, გასავლელია გარკვეული იურიდიული პროცედურები, რაც ევროკავშირის კანონმდებლობით საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. ქართული მედიკამენტის ევროპულ ბაზარზე რეგისტრაციამდე, იქაურმა უფლებამოსილმა ორგანოებმა წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა უნდა შეამოწმონ.

"ადგილზე უნდა ჩატარდეს ინსპექცია და მათ უნდა შეაფასონ დოკუმენეტურად ჩვენს მიერ წარდგენილი დოსიე თოთოეულ პრეპარატზე. აქ ერთვებიან ექსპერტები, ლაბორატორიები, რომლებიც ამოწმებენ მედიკამენტის ხარისხს და ამის შემდეგ აძლევენ დაშვებას", - აცხადებს ანთაძე.

მისი თქმით, GMP-ის საწარმო გეგმავს წლის ბოლომდე ევროპიდან მოიწვიოს აუდიტი, რათა გაიარონ ყველა ის პროცედურა, რაც წამლის ევროკავშირის ბაზარზე დასაშვებად არის საჭირო.

"ერთი წელი რეგისტრაციას დასჭირდება და დაახლოებით წელიწადნახევარში მივიღებთ დაშვებას ევროკავშირის ბაზარზე. ასეთი მიღწევა რეგიონში არცერთ სხვა საწარმოს არ აქვს", - აცხადებს გიორგი ანთაძე.

გიორგი ანთაძის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტის წარმოება და ადგილობრივი შრომითი რესურსი კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ მათ მიერ წარმოებული მედიკამენტი 20-40%-ით იაფი იყოს, ვიდრე ევროპიდან იმპორტირებული. სწორედ მაღალი ხარისხით და კონკრენტული ფასით აპირებს კომპანია კონკურენცია გაუწიოს ევროპულ მედიკამენტებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

25.აპრილი.2019 10:58
162

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
364

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
457

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1073

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
469

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1255

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად