10.აპრილი.2016 10:28
ეკონომიკა

GMP: სახელმწიფოს რეცეპტების შემოწმების რესურსი სამწუხაროდ არ აქვს

GMP: სახელმწიფოს რეცეპტების შემოწმების რესურსი სამწუხაროდ არ აქვს
ფარმაცევტული საწარმო "GMP"-ის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" რეცეპტული სისტემის შემოღების შედეგებზე საუბრობს. გიორგი ანთაძის განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტულ ბაზრებს ამ ფორმით არეგულირებენ, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.
 
"ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეები არ იყვნენ მზად რეცეპტულ სისტემაზე ასეთი მკვეთრი გადასვლისთვის. შეიძლებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულიყო, რათა გამორიცხულიყო ის, რაც დღეს მივიღეთ. მივიღეთ ის, რომ მსხვილი დისტრიბუტორები და სააფთიაქო ქსელები ამ რეგულაციას იცავენ, მაგრამ მსხვილი სააფთიაქო ქსელების გვერდზე არის კერძო აფთიაქები, სადაც შეგიძლიათ ამ კანონის გვერდის ავლით ნებისმიერი რეცეპტურული მედიკამენტი იყოდოთ. რესურისი იმისა, რომ ეს სახელმწიფომ შეამოწმოს და ასეთი შემთხვევები აღმოაჩინოს არის ძალიან ცოტა. ჩვენს სახელმწიფოს სამწუხაროთ ამის რესურსი არ გააჩნია", - აცხადებს გიორგი ანთაძე.

მისი თქმით, რეცეპტული სისტემა დაკავშირებული რომ ყოფილიყო სადაზღვევო სისტემასთან და ექიმს და პაციენტს ჰქონოდა ეკონომიური მოტივაცია, რატომ უნდა გამოწეროს რეცეპტი, ხოლო პაციენტი რეცეპტით რატომ უნდა მივიდეს აფთიაქში, იქნებოდა უმჯობესი.

"ევროკავშირის ქვეყნებში რეცეპტს აქვს ეკონომიური დატვირთვა. როცა რეცეპტით მიდის აფთიაქში პაციენტი ის იღებს სადაზღვევო შეღავათს და წამალს იღებს უფასოდ ან თანაგადახდის მცირე პროცენტით. საქართველოში ეს ასე არ არის. ეკონომიური ფაქტორი რეცეპტს არ მიება, ამიტომ საბოლოო შედეგეს სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. მივიღეთ უფრო რეგულაცია. შეიძლებოდა ამ პრობლემას ეკონომიური მიდგომა ქონოდა", - აცხადებს "GMP"-ის გენერალური დირექტორი.

რეცეპტების სისტემა ქვეყანაში 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

22.მაისი.2019 23:21
77

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
94

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
68

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
73

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:50
216

„საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო“

ვრცლად
22.მაისი.2019 21:40
244

ესკო: ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა

ვრცლად