29.აგვისტო .2019 17:36

GNCC - შპს "ფორმულას" ავტორიზაცია მივანიჭეთ, მაუწყებლობა 1 ოქტომბერს დაიწყება

views 602
უკან

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას" მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა" მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

"შეგახსენებთ, რომ კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას" განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა,"- ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა