მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GNP Grupe-მა EU-ს ქვეყნებში $6 მლნ-ის ქართული პროდუქტი გაიტანა - ექსპორტიორის გამოწვევები

63e372daaafb8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.23 00:05
775
ლიეტვურ კომპანია GNP Grupe-ში, გასულ 2022 წელს პრობლემურად აფასებს. კომპანიის დამფუძნებლები გიორგი ოდიშვილი და თორნიკე კაპანაძე BM.GE-სთან ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით შექმნილი მდგომარეობის გამო მათი ექსპორტის მოცულობები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„2022 წელი ლოგისტიკის თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, რაც ომითაა განპირობებული. ტრანსპორტი დაახლოებით 2/2.5-ჯერ გაძვირდა და ასევე ინფლაციამ ქართული პროდუქტი ადგილზეც საკმაოდ გააძვირა. მიმდინარე პრობლემებმა გამოიწვია პროდუქტზე ფასის გაზრდა და ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე საკმაოდ რთულ პირობებში ჩააყენა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ მცირე რაოდენობის, დაახლოებით 6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიტანეთ ექსპორტზე“, - განმარტეს დამფუძნებლებმა.

მათი ინფორმაციით, იმ ქვეყნებში სადაც ქართული პროდუქტის რეალიზებას ახდენენ ქართულ პროდუქტს ყველაზე მეტად ბალტიისპირეთში და პოლონეთში იცნობენ. ამას GNP Grupe-ს დამფუძნებლები ქვეყნების ურთიერთობითა და ამ ქვეყნებიდან მაღალი ტურისტული ნაკადებით ხსნიან.

კითხვაზე - რა გამოწვევებს აწყდებიან ექსპორტიორები ქართული პროდუქტის რეალიზებისას, GNP Grupe-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ინფლაციამ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ევროპულთან მიმართებით არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა.

„ქართული პროდუქტის გაძვირებამ ევროპელ მწარმოებლებთან, ასევე ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან საკმაოდ არაკონკურენტულ პირობებში ჩაგვაყენა. ეს თავის მხრივ შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: ლოგისტიკის გაძვირება, ინფლაცია, ქვეყანაში არ იწარმოება ნედლეული, რაც პროდუქტის წარმოებისთვისაა საჭირო და ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან შემოდის, რაც ჩვენს შემთხვევაში პროდუქციის შესასყიდ ფასს უფრო ზრდის.

ამასთან, ქარხნების უმეტესობას ევროპული სტანდარტები 100%-ით დანერგილი არ აქვს და ხშირია პრობლემები როგორც შეფუთვების ხარისხის, პროდუქციის შემნახველი დანამატებით, ასევე მისი მარკირების და კვებითი ღირებულებების თვალსაზრისით, რომლის გამოყენებაც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.

გარკვეულ პროდუქტებზე გვიწევს დანაკლისზე მუშაობა, რომ შევინარჩუნოთ სეგმენტი და არ დავკარგოთ ჩვენი მყიდველი სანამ გამოწვეული გლობალური პირობებიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება. რადგანაც დახლზე პროდუქტის დაბრუნება ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. არცერთ კომპანიას არ სურს ამუშავებული პროდუქტი ჩაანაცვლოს სხვა პროდუქტით, ან დახლი უბრალოდ ერთიდაიგივე პროდუქტით გაავსოს და დაკარგოს სივრცე რომელიც შეუძლია სხვა განსხვავებულ პროდუქტზე გამოიყენოს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, GNP Grupe ლიტვური კომპანიაა, რომელი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს და ქართველ მეწარმეებთან თანამშრომლობით ადგილობრივი წარმოების წყალი, წვენები, მურაბები, სოუსები, სანელებლები, კომპოტები, ჩიფსები, აჯიკა, მინერალური/საგაზაფხულო წყალი, ეროვნული ტკბილი ჩურჩხელა, ჩირი, ყინვაგამძლე ხილი, მწნილები, სალათები, ჩაი, ლიმონათი, გაყინული ნახევრად მზა პროდუქტები და ღვინო ექსპორტზე ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გააქვს - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ნორვეგია, პოლონეთი, გერმანია და ჩეხეთში გააქვს. დღეისთვის კომპანია ცხრა წარმოებასთან თანამშრომლობს.