მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცაძე: არ შეიძლება საქართველოში იაპონიასა და შვეიცარიაზე მეტი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი იყოს

605885964050a
ლიკა გურაბანიძე
22.03.21 21:00
1311

 

"არ შეიძლება ეს იყოს განუსაზღვრელი, არ შეიძლება საქართველოში იმდენი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი იდგას, რამდენიც იაპონიაში ან შვეიცარიაშიც კი არ დგას", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ განაცხადა.

"ინდუსტრია იმპორტდამოკიდებულია, როგორც მედიკამენტებით, ასევე სამედიცინო მასალით, ასევე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხებით, რაც ინდუსტრიას მძიმე ტვირთად აწვება, ასევე კომუნალური გადასახადები იზრდება. ამის დაბალანსება რთულია მაშინ, როდესაც არ იცი, მომავალში სახელმწიფოს ნაბიჯი რა იქნება”, - განმარტა გოცაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ბიუჯეტი სტაბილური და წინასწარ განჭვრეტადი ყოფილიყო.

“ჩვენ რეალურად ბიუჯეტს ვერ ვმართავთ, ვერც ვგეგმავთ, რადგან მისი გადახარჯვა მუდმივად ხდება”.