მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძე: ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს

5e6cd8a5a8fa0
BM.GE
14.03.20 17:09
2935
"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა"-ამის შესახებ  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების ( გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც"-წერს რომან გოცირიძე.