მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიაცილურად გაიხსნა

5f22d53ee8cd4
BM.GE
30.07.20 18:09
1679
დღეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა, კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება.

"გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი საუკეთესო მაგალითია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის. რამდენიმე წლის წინ, ბაღის განვითარების იდეის სისრულეში მოყვანა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსმა ,კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი დავუჭირეთ მათ ინიციატივას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან გაფორმდა მემორანდუმი და მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შევიტანეთ ამ პროცესში - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ალპური ბაღის განვითარების ინფრასტრუქტურული ნაწილი 100 000 დოლარით დაგვეფინანსებინა. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ეკონომიკური თვასაზრისით ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქტებისთვის დამატებითი ბაზრის შექმნას, რაც იქნება ერთგვარი სტიმული ადგილობრივი მოსახლეობისთვის მათი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის. ამავდროულად, ეს არის ადგილი სადაც მიმდინარეობს აჭარის მრავალფეროვანი ბუნების იშვიათი სახეობების, ეკო-სისტემის დაცვა და კონსერვაცია, ალპური ბაღი ხდება ტურიზმის, განათლებისა და კვლევის რეგიონალური ცენტრი”,-განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებლმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.


„ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარება 2015 წლიდან დავიწყეთ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ალპური ბაღის იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა იდეის დამუშავება მისი განხორციელება სწორედ კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო. გოდერძის ალპური ბაღი უნიკალური პროექტია, ვინაიდან მიმართულია არამარტო სოფლად ტურიზმის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ, არამედ გულისხმობს გონივრულ კონსერვაციას და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნებას.“ - განაცხადა ჰელენ ბრადბერმა, კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერმა.

,,თავიდანვე ნათლად გამოიკვეთა ალპური ბაღის მისია, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს მაღალი მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ალპურ ბაღში, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისათვის. უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის. პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ერთობლივად სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ურთიერთ თანამშრომლობით და მხარდაჭერით საფუძველი ჩაუყაროს ბუნების დაცვის მის შენარჩუნებას და განვითარებას”,-განაცხადა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

ღონისძიებას ეწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, კავკასიის ალიანსების პროგრამის თიმ ლიდერი ჰელენ ბრედბერი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია.