15.იანვარი .2020 14:07

გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის საკურორტო ზონებში „Wucher Helicopter Gmbh“ იფრენს

views 167
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი, 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

„Wucher Helicopter Gmbh“-ის გარდა, „Heli-skiing” ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ი ემსახურება. კომპანიების ოპერირება ბოლო რამდენიმე წელია, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა