მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგა თხელიძე: TBC-ის მიერ ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება მილიარდს აჭარბებს

625c464aa2252
თელარა გელანტია
20.04.22 09:00
1383
TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძის ინფორმაციით, TBC-ის მიერ ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება მილიარდ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ გოგა თხელიძემ BMG-ის და #თიბისის ერთობლივ მედიაპროექტ #კონცეპტში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტების მიმართულებით ძალიან აქტიური იყო.

„რიცხვებიც ამას მეტყველებს - ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების 80% ჩვენ გვიჭირავს ანუ ყოველი ათი პროექტიდან რვა თიბისის მიერ ფინანსდებოდა.

"ჯამურად, ენერგეტიკაში მილიარდზე მეტი გვაქვს ინვესტირებული მხოლოდ სასესხო კაპიტალის წყაროებით და ამას ემატება ის პარტნიროობა, რაც ჩვენ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად გვქონდა. გარკვეულწილად უკვე კაპიტალის ბაზარიც ჩავრთეთ ამაში, რაც უფრო მეტად ზრდის დარგის დაფინანსებას.

დღესაც საკმაოდ აქტიური პროექტები გვაქვს... მართალია, ახალი პროექტების ტემპი შედარებით შენელებულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალი პროექტების, პერსპექტივების და იმ პროცესების ფონზე, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით მსოფლიოშია, აქტიურობა გაიზრდება და ენერგეტიკაში ინვესტირების კუთხით, გარემოს შეცვლასა და გაუმჯობესებაში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გოგა თხელიძემ.

#კონცეპტში საუბრისას TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის მოხმარების მზარდ დინამიკაზეც, რაც მისივე თქმით, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანამ ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა აითვისოს.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი გაზრდილია 4%-დან 14%-მდე და თუ დავამატებთ თბორესურსების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას, მაშინ გარეწყაროებზე დამოკიდებულება 30%-მდეა. ე.ი. მოთხოვნა არის და ის შიდა წყაროებით ვერ კმაყოფილდება, ამიტომ იზრდება იმპორტი. ეს ტენდენცია პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ თუ ქვეყანას აქვს რესურსები და საქართველოში უამრავი გამოუყენებელი რესურსია, ის უნდა ავითვისოთ“, - აღნიშნა მან.