მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის 16 887 აქტიური შემთხვევა – 12 ნოემბრის სტატისტიკა

5fad6ef93472e
თამთა ჯიჯავაძე
12.11.20 23:50
851
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 12 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 16 887 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 69 681 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 120 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 52 169-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 599-ს შეადგენს.

გარდა ამისა, 12 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 506 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 311 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 918 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 022 805 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.