მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ ცხელ ხაზზე რეკორდული რაოდენობის ზარები დაფიქსირდა - გაბუნია

61efaea80519a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 12:16
704
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით გუშინ, ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში რეკორდული ზარების რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა, რაც ბრიგადების დამატებას გულისხმობს.

„სულ ქვეყანაში 2 500 ოჯახის ექიმია განაწილებული, როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებასა და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით. გუშინ ზარების რაოდენობა 5 200 იყო, რაც რეკორდული რაოდენობაა, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს ხაზი მუშაობს. აქაც დაემატა ექიმები და დაყოვნების მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-4 წუთი შეიძლება იყოს.

ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მართვადია და ოჯახის ექიმები აკეთებენ პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც 65 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პრიორიტეტულობას გულისხმობს. ჩვენთვის მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ პირს მართავს, თუკი მას კოვიდი გამოუვლინდა. ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, თავის ოჯახის ექიმთან დაკავშირების საშუალება ექნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.