მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძის კითხვა კობა გვენეტაძეს

5fe1e713e4197
BM.GE
22.12.20 16:29
949
„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დეფიციტი მშპ-ის 7.6%-ის ოდენობით და მთავრობის ვალის ზრდა მშპ-ის 60.1%-მდე უქმნის თუ არა საფრთხეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას?“ - ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელმაც დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი გააცნო.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პანდემიამ შეცვალა დღის წესრიგი და მათ შორის ეკონომიკური რეალობა საქართველოშიც. პარლამენტში შემოსულია ახალი ბიუჯეტი, რომელშიც შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები მომავალი წლისათვის, შესაბამისად საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგით. როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს წლის განმავლობაში 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა.

„სავარაუდოდ, მომავალ წელს ეროვნულ ბანკს კვლავ მოუწევს ასეული მილიონობით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, რამდენად მზადაა ეროვნული ბანკი ამისათვის და რამდენად იძლევა რეზერვები ამის საშუალებას?“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.