მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Golden State Warriors - ათწლეულის გუნდი, რომლის ღირებულებაც 1,000%-ით გაიზარდა

5e0a024b7ee60
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.19 22:35
904
მაშინ როდესაც 2010 წელს ჯო ლაკობმა და პიტერ გუბერმა Golden State Warriors-ი 450 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს, სპორტული სამყარო გაოცებული დარჩა. დღეს გუნდის ღირებულება 3,5 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. როგორც Forbes-ი წერს, Golden State Warriors-ის ღირებულება 1,000%-ით გაიზარდა 2009 წელთან შედარებით, აღნიშნული მატება ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა 401 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო მხოლოდ გასულ წელს.

ათწლეულის TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების სია ცოტა ხნის წინ Forbes-მა გამოაქვეყნა. 

1. Golden State Warriors - 1,011% (ამჟამინდელი ღირებულება: $3.5 მილიარდი)
2. Paris Saint-Germain - 992% (ამჟამინდელი ღირებულება: $1.09 მილიარდი)
3. Brooklyn Nets - 773% (ამჟამინდელი ღირებულება: $2.35 მილიარდი)
4. Manchester City - 767% (ამჟამინდელი ღირებულება: $2.69 მილიარდი)
5. Los Angeles Clippers - 646% (ანჟამინდელი ღირებულება: $2.2 მილიარდი)
6. New York Knicks - 583% (ამჟამინდელი ღირებულება: $4 მილიარდი)
7. Boston Celtics - 547% (ამჟამინდელი ღირებულება: $2.8 მილიარდი)
8. San Francisco Giants - 537% (ამჟამინდელი ღირებულება: $3 მილიარდი)
9. Los Angeles Lakers - 510% (ამჟამინდელი ღირებულება: $3.7 მილიარდი)
10.Chicago Bulls - 467% (ამჟამინდელი ღირებულება: $2.9 მილიარდი).