მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ი: ბანკები თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას ივნისიდან შეძლებენ

60929fad3d39a
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.21 23:45
436
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების განცხადებით, თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ივნისიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს იქნება სწორედ ის დრო, როდესაც სოციალურ დისტანცირებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იქნება შესაძლებელი. ანალიტიკოსების განცხადებით, მათი ოპტიმისტური ვარაუდები ვაქცინაციის დამაკმაყოფილებელი ტემპით წარმართვით არის განპირობებული.

Goldman Sachs-ის რეკომენდაციით, იმ თანამშრომლებმა, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება დისტანციურადაც შესაძლებელია, კონსულტაციები უშუალოდ იმ მენეჯერებთან უნდა გაიარონ, ვის დაქვემდებარებაშიც არიან.

გამოცემა წერს, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, ბანკების თანამშრომლები სამსახურებში დაბრუნებას აშშ-ში 14 ივნისიდან, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 21 ივნისიდან შეძლებენ.