მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ი თანამშრომლებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს

60f574c70e73b
ნათია თაქთაქიშვილი
19.07.21 23:00
558
Goldman Sachs-ი თანამშრომლებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა აკრძალვა შემსუბუქდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღეიდან Goldman Sachs-ის თანამშრომლები ოფისებს უბრუნდებიან, ამასთან კომპანია ვარაუდობს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში თანამშრომლების 70%-ი დაუბრუნდება სამსახურს.

„ჩვენი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიყრის თავს ოფისში, შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანია მათ უსაფრთხო სამუშაო გარემო შევუქმნათ, ამიტომაც მათ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება შენობაში“, - განაცხადა Goldman Sachs International-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ გნოდემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისიდან დიდმა ბრიტანეთმა თითქმის ყველა COVID-შეზღუდვა გააუქმა, ასევე მოსახლეობას არ მოეთხოვებათ პირბადის გამოყენება იშვიათი გამონაკლისების გარდა.